"დიახ, ავიღებ ყურმილს" - მაკრონი მზადაა, პუტინის სატელეფონო ზარს ნებისმიერ მომენტში უპასუხოს

საფრანგეთის პრეზიდენტი მზადაა, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო ზარს ნებისმიერ მომენტში უპასუხოს. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა უკრაინელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ომის დამნაშავედ წოდებული პრეზიდენტისთვის ევროპელ ლიდერს ორი მესიჯი აქვს გადასაცემი. პირველი - საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერაა უკრიანასთან მიმართებით და მეორე, ვითარების დეესკალაციაში ასევე საფრანგეთის როლია.
მაკრონი ფიქრობსს რომ უკრაინას მეტი შეიარაღება და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება სჭირდება, რაშიც მასს პარტნიორები უნდა დაეხმაროს, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები,მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა წარიმართოს.
"დიახ, ავიღებ ყურმილს, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მოვუსმენ რას გვთავაზობს. მე მჯერა, რომ საფრანგეთის როლია, ომის ნერვი იყოს, როგორც ამას ერთხელ ჩერჩილმა უწოდა. ერთის მხრივ, აუცილებელია უკრაინას გადაეცეს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღჭურვილობის გასაძლიერებლად, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია დეესკალაციის ხელშეწყობაც. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მდგრად, გამძლე და სამართლიან სამყაროს, ამიტომ, თუ მას უცებ რაღაცის შეთავაზება მოუნდება, მოვუსმენ მის წინადადებას“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.