ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაახლდება
ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 31 ათასს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰამასის კონტროლ ქვეშ მოქცეული ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. მათიე ცნობით, საომარი მოქმედებების ზონაში მხოლოდ ბოლო 24 საათში 63 ადამაინი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა.
"ასოშიეთიდ პრესი" იტყობინება, რომ დღეს ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გაახლდება. გავლენიანი მედიის ცნობით, რამადანსს დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრა მხარეებს შორის კატარში გაიმართება.