რუსეთში არჩევნები დასრულდა - პუტინმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

პუტინი 87.86%, დავანკოვი 3.76%, სლუცკი 2.97%, ხარიტონოვი 3.86% - ვლადიმერ პუტინმა თავი არჩევნებში გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. რუსი დიქტატორი ამტკიცებს, რომ რუსმა ხალხმა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მას გამოუცხადა და ის პრეზიდენტი სწორედ მოქალაქეების წყალობით გახდა.
ამ ფონზე რუსი დიქტატორისთვის ჯერ არცერთი ცივილური ქვეყნის ლიდერს გამარჯვება არ მიულოცია. თეთრ სახლში ამბობენ, რომ არჩევნები რუსეთში თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა.