"იატაკზე დამანარცხა და გამათრია" - როგორ უსწორდებიან პუტინის რუსეთში განსხვავებულ აზრს

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, დარღვევებზე ალაპარაკდნენ. ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგშიც. ქალი ყვება, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და შენობა იძულების წესით დაატოვებინეს.
მამაკაცი ჩემკენ შემოტრიალდა და მითხრა, რომ გასაუბრება უნდოდა. მხოლოდ რამდენიმე წამით მაჩვენა საკუთარი დოკუმენტი, შეხედვაც ვერ მოვასწარი. მომთხოვა, რომ დამეტოვებინა შენობა. მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი ვინ იყო და მასთან ერთად წასვლას არ ვაპირებდი. ვეუბნებოდი, რომ ხმების დათვლის პროცესი იყო და არ ჰქონდა უფლება, რომ ხელი შეეშალა ჩემთვის. ამის თქმის შემდეგ მან ხელი ჩამჭიდა და შენობიდან ჩემი გაგდება სცადა. ამის შემდეგ მან მთლიანად მომკიდა ხელები და იატაკზე დამანარცხა, შემდეგ კი იატაკზე დაგდებული კარისკენ ზურგით გამათრია. მახსოვს, რომ ბოლოს ხელი მკრა და კედელს მიმაჯახა. თავდაცვის მიზნით ხელები სახეზე ავიფარე, შემეშინდა, მივხვდი, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. გავიქეცი და შემდეგ ვხედავდი, რომ უკან მომყვებოდა, - ყვება რუსეთის მოქალაქე.
იყო ასევე შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარემ შენობიდან ბიულეტენები ისე გაიტანა, რომ ანგარიში კომისიის წარმომადგენლებს არ ჩააბარა.