ლიკვიდირებულია "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური - IDF

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური ლიკვიდირებულია.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მეთაური ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ემსხვერპლა.
ფაიკ მაბუჰი, რომელიც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული იყო და ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში იმალებოდა, საიდანაც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.