ალიევმა პუტინს "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის დიქტატორს "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პუტინმა ალიევს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და სატელეფონო საუბრისას ნდობა გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება.