პუტინი არალეგიტიმური პრეზიდენტია... უნდა ვცნოთ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ - გრემი

ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი უკრაინაში ჩავიდა - სენატორი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
სენატორმა შეხვედრაზე რუსეთში წარმართული არჩევნები განიხილა და ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა.
პუტინის არჩევნები არალეგიტიმურია. ის არალეგიტიმური პრეზიდენტია. ის მართავს ტერორისტულ სახელმწიფოს, ამიტომ ჩემი პასუხი მის არჩევაზე, როცა დავბრუნდები ვაშინგტონში იქნება შემდეგი: წარვადგენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც რუსეთი გამოცხადდება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ - ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან რუსეთი ასეთია", - თქვა გრემმა.