დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ - ბლინკენი

18.03.24 23:44
დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ - ბლინკენი

"2024 წელი გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ", - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

ბლინკენი პირდაპირ ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ანტიდასავლურ მთავრობებს მანიპულაციური გზებით საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა ექნებათ, თუმცა აშშ მათ წინააღმდეგ არაერთ ქმედით ნაბიჯს გადადგამს.

მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია. მაგრამ მოქალაქეები და კანდიდატები სიცრუის ნაკადს წააწყდებიან, რომელიც სერიოზულ საჯარო დებატებს ჩაახშობს...

ჩვენი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები დეზინფორმაციის საშუალებით ჩვენს დემოკრატიებში არსებული ბზარების გამოყენებასა და ჩვენი ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენენ. ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა ხელოვნური ინტელექტი ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს მკვეთრად აჩქარებს, მაგრამ ასევე, ამ ამაჩქარებელმა დეზინფორმაციის ტალღები შექმნა, რომელიც პოლარიზაციას და დაბნეულობას აძლიერებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი სიახლეები