ალ-შიფას საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 40-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა - დაკავებულია 200-ზე მეტი ტერორისტი
ღაზის სექტორის უდიდეს საავადმყოფოში, ალ-შიფაში ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 40-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა, 200-ზე მეტი ტერორისტი კი დააკავეს - ინფრომაციას ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება.
ისრაელის არმიის პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ოპერაციის დროს საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაღუპული „ჰამასის“ წევრებს შორის არის „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფაიკ ალ-მაბჰუჰი.
დანიელ ჰაგარის მტკიცებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აგრძელებს სამხედრო ოპერაციების სისტემატურად ჩატარებას საავადმყოფოებიდან და სამოქალაქო დაწესებულებებიდან და მშვიდობიან მოსახლეობას და პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებს.
„ჩვენ დავარტყამთ ყველა იმ ადგილს, სადაც „ჰამასი“ ცდილობს კონტროლის აღდგენას“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.