EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის გარდაცვალების გამო სანქციებზე შეთანხმდნენ

19.03.24 10:53
EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის გარდაცვალების გამო სანქციებზე შეთანხმდნენ

სანქციები რუსეთს ნავალნის სიკვდილის გამო - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ  სანქციების დაწესებაზე იმ პირების და ორგანიზაციების წინააღმდეგ რომლებიც რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაზე პასუხისმგებლები არიან.

განცხადება ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ევროკომისარი ამბობს, რომ ევროკავშირის შეზღუდვები   ამ ეტაპზე ნავალნის გარდაცვალების  გამო 30 პირს და ორგანიზაციას  შეეხება. კონკრეტულად ვინ მოხვდება სიაში, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კოლონია "პოლარული მგლის" ხელმძღვანელებს. ეს ის კოლონიაა სადაც ალექსეი ნავალნი გარდაცვლილი იპოვეს. 

მსგავსი სიახლეები