დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამ კონტექსტში, რუსეთის ელჩს ოფიციალურად ეცნობა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მან ქვეყანა უნდა დატოვოს“, - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, დღეს, ტალინში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს დიპლომატიური სტატუსი ესტონეთმაც შეუჩერა.
ესტონეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს განუცხადეს, რომ რუსეთის ქმედებებს, რომლებიც ესტონეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება ტალინი არ მოითმენს.