შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს - ოსტინი

შეერთებული შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-20“) შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას, შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის 300 მილიონიანი სამხედრო დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.
"დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. ეს კოალიცია არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას", - ხაზგასმით აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.