სტოლტენბერგის კავკასიაში ვიზიტი - პესკოვის პირველი კომენტარი

19.03.24 15:53
სტოლტენბერგის კავკასიაში ვიზიტი - პესკოვის პირველი კომენტარი

სტოლტენბერგის კავკასიაში ვიზიტი - კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვისთვის ცნობილია ნატო-ს სურვილი, რომ გააფართოოს მისი გავლენა და არასტაბილურობა შემატოს რეგიონს.

მისივე თქმით, რუსეთი აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც რუსეთს აქვს რეგიონის ქვეყნებთან.

„ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ნატო-ს ზოგადი მისწრაფებები, რომ გააძლიეროს მისი კავკასიაში ყოფნა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მისი გავლენები ნაკლებ სავარაუდოა, რომ სტაბილურობას შემატებს კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობას“, – თქვა პესკოვმა.

 

მსგავსი სიახლეები