უნდა გავზარდოთ სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა, პირველ რიგში შავ ზღვაში - პუტინი

უნდა გავზარდოთ სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა, პირველ რიგში შავ ზღვაში - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ აუცილებელია სასაზღვრო ორგანოების საბრძოლო შესაძლებლობებისა და მობილური ჯგუფების ეფექტურობის გაზრდა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებებითაც.
„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს დღეს შავ ზღვას ეხება", - განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე.
გარდა ამისა, მან სპეცსამსახურებს დაავალა, "რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის" ხანდაზმულობის ვადის გარეშე დაისაჯონ "მოღალატეები"
"არ დავივიწყოთ ვინ არიან ისინი, ჩვენ დავსჯით მათ ხანდაზმულობის გარეშე, სადაც არ უნდა იყვნენ", - დაემუქრა პუტინი იმ დივერსანტებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის საზღვრიდან აქტიურ საომარ მოქმედებებს ახორციელებენ და რის გამოც ბელგოროდსა და კურსკის რეგიონებში მუდმივი საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმები ისმის.