ბელგოროდის ოლქში საჭმელი აღარ არის - რუსეთის ქალაქი პანიკამ მოიცვა
ბელგოროდის ოლქში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - გრეივორონსკის ოლქის მაცხოვრებლების თქმით, რეგიონალურ ცენტრში, ბოლო სასურსათო მაღაზია დაიხურა. დახლები დაცარიელებულია, საჭმელი აღარ არის.
ახლა მაღაზიაში მივდივარ. ბავშვებმა მთხოვესსაჭმელი მოვამზადო. აი, რა შეიძლება მოამზადო, როცა მაღაზიაში დახლები ცარიელია. აღაც კიტრი, არც პომიდორი. არაფერი აღარ არის. არც ხილი, საერთოდ არაფერია. ახლა სხვა მაღაზიაში მივდივარ, მაგრამ პირველადი მოხმარების პროდუქტი, საერთოდ აღარ იყიდება. ხორცი აღარ არის. პური - ბევრია, ნამდვილად. ხუთი მაღაზია მოვიარე რომ საჭირო პროდუქტი მეყიდა. ზოგან ერთ პროდუქტს წავაწყდი, მეორეში - კიდევ სხვას", - ამბობს რუსეთის მოქალაქე, რომელიც დაცარიელებული მაღაზიის კადრებს ტელეგრამზე აქვეყნებს.
ადგილობრივების თქმით, რაიონსა და სოფლებში გაძლიერებული დაბომბვის გამო შეწყვეტილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება.
„არ გვაქვს წყალი და დენი. ტელეფონს მანქანაში ვტენით, სახლებს ცეცხლი უკიდია, სასწრაფო დახმარების სამსახურები ხანდახან შემთხვევის ადგილზე არ მიდიან, ბევრმა ადამიანმა დატოვა სახლები. რატომ დაგვივიწყეს? ჩვენ თითქოს მთლიანი ნაცრისფერი ადგილი ვართ. დაბომბვის ქვეშ ვსხედვართ, ლიტრზე ნაკლები წყალი დამრჩა. სამი ძაღლი მყავს, ორი კატა, ყველას გვწყურია“, - განუცხადა Beware News-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა.
ცნობისთვის, დღეს "რია ნოვოსტიმ" ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელგოროდის ოლქიდან პერიოდულ დაბომბვასთან დაკავშირებით რეგიონიდან ცხრა ათასი ბავშვის ევაკუაცია გადაწყვიტა.