AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ჰოლანდიამაც შეწყვიტა

ნიდერლანდები მერვე ქვეყანაა, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაზე უარი განაცხადა. აქამდე იმ ქვეყნების სიაში, ვინც AstraZeneca-ის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ირლანდია, დანია, ნორვეგია, ისლანდია, ბულგარეთი, ტაილანდი და კონგო იყვნენ.
რაც შეეხება, ავსტრიას, იტალიას, რუმინეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, იქ აღნიშნული ვაქცინის მხოლოდ 1 პარტია გადაყარეს.
ამერიკაში კი AstraZeneca ვაქცინა არც კი არის დამტკიცებული.