პუტინს "გამარჯვებას" "ჰამასი" ულოცავს

19.03.24 17:58
პუტინს "გამარჯვებას" "ჰამასი" ულოცავს

პუტინს "არჩევნებში" გამარჯვებას ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ულოცავს. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ისმაილ ჰანიემ მას მხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა რუსეთის პოზიციისთვის "პალესტინის საკითხის" გადაწყვეტის თაობაზე. 

"ჰამასის" ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მათსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება.

მსგავსი სიახლეები