პუტინმა განგაშის სიგნალი ჩართო - ბელგოროდში ევაკუაცია გამოცხადდა
პუტინის კოშმარი გრძელდება. ბელგოროდში ევაკუაცია გამოცხადდა. მხარის გუბერნატორმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. თითქმის ერთკვირიანი შტურმის შემდეგ რუსეთს მოუწია იმის აღიარება, რომ უკრაინულ თავდასხმებს ვეღარ უმკლავდება. საერთო ჯამში, ქალაქს 9 ათასი ადგილობრივი დატოვებს.
ბელგოროდში განგაშის სიგნალი არ ჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფეთქებები არ წყდება. მთავარი სამიზნე სამხედრო ობიექტებია. მძიმე ვითარებაა ოლქის მიმდებარე სოფლებშიც, სადაც შეიარაღებული შეტაკებები არ წყდება. მაღაზიებში პროდუქტი აღარ არის, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.