გთავაზობთ, სამიტზე განვიხილოთ გაფართოებისთვის მზადება და რეფორმები - მიშელი ევროპული საბჭოს წევრებს

20.03.24 10:35
გთავაზობთ, სამიტზე განვიხილოთ გაფართოებისთვის მზადება და რეფორმები - მიშელი ევროპული საბჭოს წევრებს

შარლ მიშელი ევროპული საბჭოს წევრებს გაფართოების საკითხის განხილვას სთავზობს. ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომლის შესახებაც ბრიუსელში 21 მარტს დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ. დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით წერილი საბჭოს წევრებს პრეზიდენტმა უკვე გაუგზავნა. 

ცნობილია, რომ მოლპარაკეკების მთავარი თემა გაფართოების საკითხთან ერთად რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების და გაყინული ფულის უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაც იქნება.

„რუსეთის აგრესიული ომის მესამე წელს ჩვენ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. გადაუდებლობა, ინტენსივობა და ურყევი მონდომება აუცილებელია. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სწრაფი მიწოდება, ისევე როგორც საბრძოლო მასალის სწრაფი შესყიდვა და მიწოდება უახლესი ინიციატივების გამოყენებით, როგორიცაა ჩეხური.

გარდა ამისა, ფოკუსირება უნდა მოვადინოთ ჩვენი სანქციების ეფექტურად განხორციელებასა და აღსრულებაზე და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოსაყენებლად.

ასევე გთავაზობთ, განვიხილოთ გაფართოებისთვის მზადება და რეფორმები, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორივე ხაზი პარალელურად უნდა განვითარდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად იყვნენ გაწევრიანების მომენტისთვის“, - წერს მიშელი.

მსგავსი სიახლეები