რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს - ანჯეი დუდა

20.03.24 10:40
რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს - ანჯეი დუდა

რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს - პოლნეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ პუტინმა ეს გეგმა უახლოეს წლებში აამოქმედოს. ანჯეი დუდამ ეს განცხადება "სიბიესთან" ინეტრვიუში გააკეთა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს სფართხე რელურია, ამიტომ ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და შემაკავებელი მექანიზმების შექმნას სთავაზობს.

„განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს, რომლის დროსაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ევროპული უსაფრთხოება, მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ, რომ შეჭრა არ მოხდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომში არ ჩავერთოთ. მიზანი ისეთი შემაკავებელი მექანიზმის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენზე თავდასხმა არ მოხდეს“, - აღნიშნა დუდამ.

მსგავსი სიახლეები