ბელგოროდსა და კურსკის ოლქებში ინტენსიური აფეთქებებია - რუსეთის ქალაქებში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
აფეთქებების ეპიცენტრი კვლავ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებია. ინტენსიური სარაკეტო იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ერთი უკრაინული დრონი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდო, ხოლო ოთხი კი ქალაქ სარატოვში.
აფეთქებების სერიის გამო, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ბელგოროდიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოეხდინა.
ოლქში არსებული კრიტიკული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივებიც ავრცელებენ. მოსახლეობა სარაკეტო იერიშებთან ერთად, საკვების დეფიციტზეც საუბრობს.