სარაკეტო თავდასხმა ბელგოროდზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

20.03.24 14:25
სარაკეტო თავდასხმა ბელგოროდზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთი აცხადებს, რომ ბელგოროდსა და ბელგოროდის რეგიონზე მორიგი თავდასხმა განახორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამჯერადაც ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ „შეტევის მცდელობა“ იყო, რომელიც RM-70 Vampire ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით განხორციელდა და რომ ის მოგერიებული იქნა.

 ცამეტი რაკეტა გაანადგურა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის თავზე, - აცხადებს თავდაცვის უწყება. 

ამასობაში, რუსული ტელეგრამის არხები წერენ, რომ ბელგოროდში თავდასხმის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არიან. სოციალურ ქსელში ვრცელდება თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრებიც. ჭურვების ფრაგმენტებმა რამდენიმე სახლი და მანქანაც დააზიანა.

 

მსგავსი სიახლეები