უკრაინაში ომის დასასრულებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ - რომის პაპი

რომის პაპი უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ამისთვის მსოფლიომ ყველა ღონე უნდა იხმაროს.
„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ჩვენ ომის გაგრძელება არ შეგვიძლია. შუამავლობისთვის და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. მოდით, ამისთვის ვილოცოთ“, - განაცხადა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მოგვიანებით კი ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა, რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ცეცხლი პირველ რიგში რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.