რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს - დაღუპულია სამი ადამიანი

20.03.24 18:03
რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს - დაღუპულია სამი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანეს - საჰაერო თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, ხუთი დაშავებული ადამიანი ახლა სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამი. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებთან მიახლოება ხანძრის გამო ამ დრომდე შეუძლებელია", - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები