რუსეთი მშვიდობისკენაა მიმართული, NATO-ს მიზანია მეორე ფრონტის გახსნა - ზახაროვა

21.03.24 00:00
რუსეთი მშვიდობისკენაა მიმართული,  NATO-ს მიზანია მეორე ფრონტის გახსნა - ზახაროვა

NATO-ს მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხოლო რუსეთი მშვიდობისკენაა მიმართული - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლმა განაცხადა. 

მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ალიანსს სწორედ რუსეთის მშვიდობის პოლიტიკა არ მოსწონს.

მისივე განცხადებით, „აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავს მოხვევა”

ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნის მაღალჩინოსანის გაღიზიანება  ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სამხრეთ კავკასიურ ტურნემ გამოიწვია.  სტოლტენბერგი ბაქოში, თბილისსა და ერევანში იმყოფებოდა.