უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს - ჯეიკ სალივანი

21.03.24 00:15
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს - ჯეიკ სალივანი

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯეიკ სალივანი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა. 

“ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? -ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დონამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება”, - განაცხადა სალივანმა.

მსგავსი სიახლეები