უკრაინაში უცხოელი სამხედროები იმყოფებიან - შიკორსკი
უკრაინაში უცხოელი სამხედროები იმყოფებიან - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ გამოცდილი მებრძოლები ომში მყოფ ქვეყანაში სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ჩავიდნენ.
რადოსლავ შიკორსკი გერმანულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, რადგან მისი აზრით, ეს რუსეთისთვის პროპაგანდის წყარო გახდება.
პოლონეთი უნდა იყოს ბოლო ქვეყანა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ჯარისკაცებს გაგზავნის", - ამბობს შიკორსკი.