13 დაშავებული, დაზიანებული სახლები და დამწვარი მანქანები - რუსებმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს
რუსეთმა კიევზე იერიში აერობალისტიკური რაკეტებით მიიტანა - ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა გამთენიისას მიიტანეს.
მთავარი სამიზნე პოდელსკის რაიონი იყო, სადაც 2-სართულიანი კორპუსი სრულად განადგურდა. ხანძარი გაჩნდა სატრანსფორმატორო ქვესადგურსა და საწყობის შენობებში. ასევე, რაკეტების ნამსხვრევები საბავშვო ბაღის შენობასაც დაეცა.
თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის, კი ერთი ბავშვია. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა იანვრის შემდეგ უკრაინის დედაქალაქზე მსგავსი მასიური შეტევა არ განხორციელებულა.
აფეთქების პირდაპირი მოწმე გავხდი, ხმა გავიგე, აქ ვცხოვრობ და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. დღეს საბედნიეროდ გადავრჩი, ეს პირველი შემთხვევა არაა, თავდასხმა და აფეთქებები ჩვენს საცხოვრებელ უბანში აქამდეც ბევრჯერ ყოფილა. თუმცა ამხელა სარაკეტო თავდასხმა დიდი ხანია აღარ ყოფილა, ბოლოს ალბათ იანვარში", - ამბობს მოქალაქე.
კიევის ტერიტორიაზე 170 მაშველი და სახანძრო ბრიგადები ამ დრომდე არიან მობილიზებულები, რომლებიც სამაშველო-გაწმენდით ოპერაციებს ახორციელებენ.