თავდასხმა ბელგოროდის ოლქის სამხედრო ობიექტზე - ლიკვიდირებულია პუტინის 9 ჯარისკაცი
თავდასხმა ბელგოროდის ოლქის სამხედრო ობიექტზე - ლიკვიდირებულია პუტინის ცხრა ჯარისკაცი.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის მებრძოლმა ალექსეი ბარანოვსკიმ განაცხადა.
ბელგოროდის სამხედრო ობიექტზე დილის თავდასხმის შედეგად 9 სამხედრო მოსამსახურე იქნა ლიკვიდირებული და ე.წ. მოხალისეთა ფორმირების კიდევ 5 წევრი დაიღუპა. ეს იყო პასუხი კიევის დაბომბვაზე" - განაცხადა "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის მებრძოლმა.