პუტინმა "გამარჯვება" ოფიციალურად გაიფორმა
პუტინმა "გამარჯვება" ოფიციალურად გაიფორმა - რუსეთის პრეზიდენტად დიქტატორი მეხუთე ვადით, ხმების 87.28%-ით აირჩიეს.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ხმა 76 277 708 ამომრჩეველმა, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 87.28%-მა, მისცა.
ასევე ცნობილია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატების შედეგებიც. კერძოდ, ნიკოლაი ხარიტონოვს - 3 768 470-მა, ანუ 4.31%-მა, ვლადისლავ დავანკოვს - 3 362 484-მა, ანუ 3.85%-მა, ლეონიდ სლუცკის კი - 2 797 629 ამომრჩეველმა, ანუ 3.2%-მა მისცა ხმა.