ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი უკრაინაში - რაზე ისაუბრა ბაუერმა

ნატო და უკრაინა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი კიევში ჩავიდა.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მას საშუალებას აძლევს გამოხატოს თავისი ღრმა პატივისცემა უკრაინელების სიმამაცისა და სიძლიერის მიმართ, რაც მათ გამოავლინეს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის გარეთ.
შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატოს შტაბ-ბინაში“, - აღნიშნა რობ ბაუერმა.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი უკრაინაში დამატებითი მობილიზაციის აუცილებლობას ხედავს:
ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ყუმბარები, ტანკები და ჯავშანმანქანები, არამედ, სამწუხაროდ, ახალი ჯარისკაცები, რადგან ჯარისკაცები იღუპებიან და ჯარისკაცები იჭრებიან. შემდეგ კი მობილიზაციაზე საუბრობთ“, - თქვა ბაუერმა.
ცნობისთვის, ადმირალი რობ ბაუერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.