IDF: ალ-შიფას საავადმყოფოში $3 მილიონი იპოვეს
ალ-შიფას საავადმყოფოში $3 მილიონი იპოვეს - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებ იტყობინება. „ცაჰალის“ ცნობით, დიდი ალბათობით თანხას დაჯგუფება „ჰამასი“ ანკლავში სამხედრო აქტივობისთვის იყენებდა.
ამასთან, ისრაელელმა ჯარისკაცებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღის დამატებითი საცავები და ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს.
ღაზის სექტორის უდიდეს სამედიცინო კომპლექსში სამხედრო ოპერაცია ორშაბათიდან მიმდინარეობს.