ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურიმ კიევში უკრაინის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
ახალი პაკეტი მოიცავს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გაზის ნიღბებს, სნაიპერულ აღჭურვილობას და მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას.