ევროსაბჭოს სამიტი გაიხსნა - ნაუსედა EU-ს უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების სავარაუდო პერიოდს ასახელებს
ყურადღების ცენტრში ახლა ბრიუსელია. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის ლიდერები
დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. განხილვის მთავარი საკითხია, როდის გაიმართება უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი EU-ში გაწევრიანების შესახებ.
ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი, რამდენიმე საათის წინ გაიხსნა, ლიდერები იმსჯელებენ ომში მყოფი ქვეყნისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზეც. ლიეტუის პრეზიდენტმა დღეს დაასახელა სავარაუდო პერიოდიც, რომელიც შესაძლოა, უკრიანისთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს.
ჩვენ გვესმის ვლადიმირ ზელენსკის, რომელიც ითხოვს ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესს. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო, რომ ევროინსტიტუტები მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად და ეს ამ წლის ივნისში მოხდება. თუ ჩვენ ამას რაც შეიძლება სწრაფად შევძლებთ, ეს იქნება ჩვენი ქმედითუნარიანობის დასტური. უკრაინამ გაატარა უპრეცედენტო რეფორმები, უპრეცედენტო პირობებში. ახლა ჩვენი ჯერია", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ამ სამიტის დღის წესრიგში არ არის, რადგან ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, შესაბამისად, ახლა უკრაინის და მოლდოვას საკითხი განიხილება აღნიშნულ სამიტზე.