უკრაინის EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ უნდა წავიწიოთ - კალასი

21.03.24 17:11
უკრაინის EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ უნდა წავიწიოთ - კალასი

უკრაინის EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ უნდა წავიწიოთ - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა.

კალასის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები უკრაინასთან მალე გაიხსნას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას გაყინული თანხები დასახმარებლად მალევე გადაეცეს.

ვისაუბრებთ უკრაინაზე, ესტონეთმა ახლახან დაამტკიცა დახმარების მერვე პაკეტი 20 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებისა და იმედი მაქვს, რომ ყველა იმავეს გააკეთებს. მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვენლოვანია, იმედი მაქვს, რომ გავხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მივიღეთ, ამიტომ წინ უნდა წავიწიოთ. მესამე საკითხი იქნება,  უკრაინისთვის გაყინული თანხების გადაცემა, რათა დავეხმაროთ უკრაინას", - განაცხადა კაი კალასმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რამდენიმე საათის წინ ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. საქართველო ამ სამიტის დღის წესრიგში არ არის, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, შესაბამისად, ახლა უკრაინის და მოლდოვას საკითხი განიხილება აღნიშნულ სამიტზე.