გაყინული რუსული აქტივებიდან მოგება უკრაინას უნდა მოხმარდეს, ამით EU-ს ქვეყნები პუტინს სიგნალს გაუგზავნიან - შოლცი

21.03.24 17:10
გაყინული რუსული აქტივებიდან მოგება უკრაინას უნდა მოხმარდეს, ამით EU-ს ქვეყნები პუტინს სიგნალს გაუგზავნიან - შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცის განცხადებით, EU-ს ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მოგება უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად გადასცენ.

შოლცის თქმით, ეს იქნება ნათელი სიგნალი პუტინისთვის, რომ EU-ს ქვეყნები უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერენ მხარს, რამდენიც ეს საჭიროა

ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ მოულოდნელი მოგება გაყინული რუსული აქტივებიდან გამოიყენონ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად. ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიყენოთ იმ იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რომელიც უკრაინას სჭირდება თავის დასაცავად. ჩვენ  ვუგზავნით ძალიან ნათელ სიგნალს პუტინს. მან არასწორი გათვლა გააკეთა, თუ თვლის, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭიროა. მოულოდნელი მოგების გამოყენება მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია". - აცხადებს შოლცი.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. საქართველო ამ სამიტის დღის წესრიგში არ არის, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, შესაბამისად, ახლა უკრაინის და მოლდოვას საკითხი განიხილება აღნიშნულ სამიტზე.