რუსეთის სასამართლომ ნავალნის დედას კოლონიის წინააღმდეგ სარჩელზე უარი უთხრა
რუსეთის სასამართლომ ნავალნის დედას კოლონიის წინააღმდეგ სარჩელზე უარი უთხრა - სარჩელი ნავალნისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევას ეხებოდა.
ქალაქ ლაბიტნანგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლუდმილა ნავალნაიას უფლებები ხარპის კოლონიის თანამშრომლების მხრიდან არ დარღვეულა, ხოლო მოსარჩელე ამ საქმეზე მხოლოდ თვითონ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნი შეიძლება იყოს.
"ალექსეიმ არაერთხელ შეიტანა სარჩელი კოლონიაში სამედიცინო დახმარების არგაწევასთან დაკავშირებით. ახლა ის მოკლედ, მის ახლობლებს კი დამცინავი ფორმულირებებით სარჩელზე უარს ეუბნებიან", - წერს ნავალნის გუნდის წევრი ივან ჟდანოვი.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა. ოჯახს ცხედარი მხოლოდ 9 დღის შემდეგ გადასცეს.