ნობელის პრემიის ლაურეატები ბელორუსელი პოლიტპატიმრის, ალეს ბიალიაცკის გათავისუფლებას ითხოვენ

ნობელის პრემიის ლაურეატები ბელორუსელი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ. 27 ხელოვანის მიერ ხელმოწერილ მიმართვაში საუბარია ალეს ბიალიაცკის უკანონო ტყვეობაზე, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობისს დარგში გახდა. მას რეჟიმი საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი ჯგუფური ქმედებების ორგანიზებას და დაფინანსება ედავება.
პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატები ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ბელორუსში რეპრესიები და ოფიცილურ მინსკზე ზეწოლა განახორციელონ. ღიაა წერილში აღნიშნულია ათასობით ბელორუსის ამბავი, ვინც ლუკაშენკოს რეჟიმის პირობებში შურსიძიებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა.