ღამით რუსეთმა 60-ზე მეტი "შაჰიდი" და თითქმის 90 რაკეტა გვესროლა - ზელენსკი

22.03.24 12:37
ღამით რუსეთმა 60-ზე მეტი "შაჰიდი" და თითქმის 90 რაკეტა გვესროლა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინას 90-მდე რაკეტითა და „შაჰედის“ 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

მისი თქმით, არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების აღმოჩენის გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოწოდება, რომ არ გადადონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდება: 

ღამის განმავლობაში იყო 60-ზე მეტი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის თითქმის 90 რაკეტა. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ებრძვის ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას.

არავინ დარჩება დახმარების გარეშე. ელექტროენერგიის აღდგენა გრძელდება. ხარკოვი და რეგიონი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, პოლტავას ოლქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ოდესის ოლქი, ხმელნიცკი და რეგიონი, ვინიცა, ფრანკოვსკის ოლქი - ყველგან, სადაც საჭიროა აღდგენითი სამუშაოები ღამიდან გრძელდება.

პატრიოტის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. სიცოცხლე დაცული უნდა იყოს მოსკოვის ამ ფანატიკოსებისგან", - განაცხადა ზელენსკიმ.