პესკოვის თქმით, რუსეთი "ომის მდგომარეობაში" იმყოფება

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი "ომის მდგომარეობაში" იმყოფება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლის წარმომადგენელი სიტყვა "ომს" ახსენებს.
ოფიციალურად უკრაინაში შეჭრას ვლადიმირ პუტინი და რუსეთის სხვა წარმომადგენლები "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ, ხოლო სიტყვა "ომის" გამოყენების გამო ადამიანებს აჯარიმებენ.
დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი წარმოიშვა კომპანია, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ამის მონაწილე უკრაინის მხარეს გახდა, ჩვენთვის ეს უკვე ომად იქცა. ამაში დარწმუნებული ვარ", - თქვა პესკოვმა.
მოგვიანებით, პესკოვმა დააზუსტა, რომ "იურიდიულ ცვლილებებს" არ გულისხმობდა და აღნიშნა, რომ დე იურე ეს კვლავ სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, ხოლო დე ფაქტო ომად გარდაიქმნა. კრემლის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია "კიევის რეჟიმის მიერ ოკუპირებულ" ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება. საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რომლის ანექსიაც რუსეთმა ომი პირველ წელს მოახდინა.