ჩვენ შევაფერხეთ იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს ეხმაურება და უკრაინის მიმართ დასავლეთის პოლიტიკას აკრიტიკებს.
ჩვენ შევაფერხეთ იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა ვთხოვთ უკრაინელებს ხელჩამოშვებული ისხდნენ, სანამ ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა. ასეთი შეცდომები მთელი საუკუნის კურსს ადგენს და ამ ყველაფერს არავითარი გამართლება არ აქვს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში, 150-ზე მეტი რაკეტისა და დრონის გამოყენებით, მასიური თავდასხმები განახორციელეს. არიან დაღუპულები, დაშავებულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები.