უკრაინაში მასიური დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5, დაშავდა 26

22.03.24 19:12
უკრაინაში მასიური დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5, დაშავდა 26

ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინის დღევანდელი მასიური დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ამის შესახებ ეროვნული პოლიცია იუწყება.

დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, დაჭრილებს შორის არის პოლიციელი.

დღეს, ღამიდან დილამდე რუსი ტერორისტები უკრაინას რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. 15:00 საათისთვის ხმელნიცკის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა, ერთი ქალი ნანგრევებიდან გამოიყვანეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ეროვნული პოლიციის ცნობით, ივანო-ფრანკოვსკის რაიონში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, ერთი ხარკოვის რაიონში.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა 100-ზე მეტი შენობა, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

 

მსგავსი სიახლეები