პუტინის სამიზნე ხარკოვია - დიქტატორი მორიგ მობილიზაციას გეგმავს

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მეომარი ჯარის გასაძლიერებლად მასობრივ მობილიზაციას აანონსებს - გამოცემა "Вёрстка" ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტები, სავარაუდოდ, ხარკოვისთვის ალყის შემორტყმას აპირებენ, რისთვისაც იგეგმება 300 000 ადამიანის მობილიზება.
გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ წვევამდელებს კონტრაქტის დადება და ომში წასვლა აიძულონ, რადგან უკრაინაში მიმავალი მოხალისეთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული.
რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.