მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში სამმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულია12 ადამიანი

მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა - შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
რუსული სახელმწიფო გამოცემა "რია ნოვოსტის" ცნობით, მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად, დამნაშავეებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს, შემდეგ კი ყუმბარა, ან ბომბი ისროლეს, რის შედეგადაც დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის სამთავრობო მედიები ტერაქტის ვერსიაზე საუბრობენ.