ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

22.03.24 22:24
ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ქეითლ მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - უელსის პრინცესა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

პრინცესა კიბოს სტადიის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ თერაპია მისი ჯანმრთელობისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება და შეძლებს, სრულად გამოჯანმრთელდეს.

ვიდეომიმართვაში მიდლტონი ორი თვის წინ ჩატარებულ მუცლის ოპერაციასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ სამედიცინო ჩარევის დროს მის ორგანიზმში სიმსივნის კვალი არ აღინიშნებოდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბო გააჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები