ტერაქტი მოსკოვში - პირდაპირი ეთერი (ვიდეო)

ტერაქტი მოსკოვში - გამოცემა "Reuters" ადგილიდან პირველ კადრებს ავრცელებს.
მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.
რუსული სახელმწიფო გამოცემა "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად, დამნაშავეებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს, შემდეგ კი ყუმბარა, ან ბომბი ისროლეს, რის შედეგადაც დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.