ბოლო ცნობებით, მოსკოვში სროლის შედეგად მოკლულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა - დაჭრილია 100-ზე მეტი

ტერაქტი მოსკოვში - დაღუპულთა რიცხვი 40-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში სპეცრაზმელების შესვლისთანავე რამდენიმე დამნაშავემ გაქცევა მოახერხა.
ცნობისთვის, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით გახსნეს.
რუსული სახელმწიფო გამოცემა "რია ნოვოსტის" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად, დამნაშავეებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს, შემდეგ კი ყუმბარა, ან ბომბი ისროლეს, რის შედეგადაც დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.