Crocus City Hall-ში ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო

22.03.24 23:12
Crocus City Hall-ში  ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო

Crocus City Hall-ში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ავიაცია ჩაერთო - რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს, ხოლო ორი ასაფრენად ემზადება.

კროკუსის საკონცერტო დარბაზში დღევანდელ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. დარბაზში სულ 6 200 ადგილია.

ბოლო ინფორმაციით, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანის შეჭრას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

ვრცელდება ცნობები, რომ შენობაში სპეცრაზმელების შესვლისთანავე რამდენიმე დამნაშავემ გაქცევა მოახერხა. 

ცნობისთვის, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით გახსნეს.

რუსული სახელმწიფო გამოცემა "რია ნოვოსტის" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად, დამნაშავეებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს, შემდეგ კი ყუმბარა, ან ბომბი ისროლეს, რის შედეგადაც დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი სიახლეები