რუსეთმა Crocus City Hall-ში თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმას ტერაქტად აფასებს.
ამ დროისთვის სპეცრაზმმა შენობაზე შტურმი დაიწყო.
ბოლო ინფორმაციით, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანის შეჭრას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
ირკვევა, რომ "კროკუსის საკონცერტო დარბაზში" დღევანდელ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. დარბაზში სულ 6 200 ადგილია.
ვრცელდება ცნობები, რომ შენობაში სპეცრაზმელების შესვლისთანავე რამდენიმე დამნაშავემ გაქცევა მოახერხა.
ცნობისთვის, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით გახსნეს.
რუსული სახელმწიფო გამოცემა "რია ნოვოსტის" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად, დამნაშავეებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს, შემდეგ კი ყუმბარა, ან ბომბი ისროლეს, რის შედეგადაც დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.