Crocus City Hall-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო - როიტერსი
მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო - ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
BBC- ი კი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. გორდონ კორერა იხსენებს არაერთ შემთვევას, როცა ამ ჯგუფმა წარსულში არაერთხელ აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.
ცნობისთვის, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში 320 მეხანძრე და 130 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მონაწილეობს. სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენი.
საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
ოფიციალური ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.